04.05.2026 21:48
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „აღიგვება პირისაგან მიწისა", თუ ისინი თავს დაესხმებიან აშშ-ის გემებს.
აღნიშნული კომენტარი ტრამპმა ორშაბათს, Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა. მან ასევე დასძინა, რომ მისი აზრით, ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო დამყოლი" გახდა.
ამასთანავე, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება გრძელდება.
„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი და ბევრად მაღალი კლასის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა", - განაცხადა ტრამპმა. - „ჩვენ საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. ჩვენი რესურსები მთელ მსოფლიოშია განთავსებული. გვაქვს ბაზები ყველგან და ისინი სავსეა ტექნიკით. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და გამოვიყენებთ კიდეც, თუ ეს საჭირო გახდება".
ავტორ(ებ)ი :