05.05.2026 17:25
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი შესაძლოა, კიდევ ორი ან სამი კვირა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, აშშ-მა ომში „უკვე გაიმარჯვა".
„ომი ალბათ კიდევ ორი კვირა ან შესაძლოა, სამი კვირა გაგრძელდება. დრო ჩვენთვის არსებითი არ არის", - აღნიშნა ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან" სატელეფონო ინტერვიუში.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს სულ 159 გემი ჰყავდა, ახლა კი არც ერთი არ ჰყავს. მისივე თქმით, თითოეული მათგანი ამჟამად ზღვის ფსკერზეა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. ტრამპის თქმით, „ირანელ ხალხს საკმარისი იარაღი თუ ექნებოდა, ისინი რეჟიმს აუცილებლად უპასუხებდნენ".
ავტორ(ებ)ი :