17 ადამიანის დაღუპვის შემდეგ ისრაელმა ლიბანიდან ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა - BBC 05.05.2026 17:35

 

„ლიბანში ისრაელისა და „ჰეზბოლას" იერიშები გრძელდება", - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ისრაელმა (IDF) 5 მაისს, დილით სამხრეთ ლიბანის ორ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ჰეზბოლას მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, ისრაელის არმია იძულებულია ძალის გამოყენებით დაჯგუფების წინააღმდეგ იმოქმედოს".

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება სამხრეთ ლიბანში ორი თავდასხმის განხორციელებაში დაადანაშაულა.

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, „ჰეზბოლას" ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 4 მაისს ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა.

თავის მხრივ, განცხადება გააკეთა ისრაელის ხელისუფლებამაც და იმავე პერიოდში ისრაელის 17 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა.

ისრაელი „ჰეზბოლას" ასობით დრონისა და რაკეტის გაშვებაში ადანაშაულებს. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ