რადოსლავ სიკორსკი - თუ ფიცო უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს და რუსეთში წავა, შესაძლოა ვაპატიოთ 06.05.2026 20:00

 

შეგვიძლია ფიცოს რუსეთში ვიზიტი ვაპატიოთ თუ უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვარშავაში Defence24 Days უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

"პრემიერ-მინისტრი ფიცოს ინტერვიუ წავიკითხე რამდენიმე დღის წინ. იმ ნამდვილად ძალიან პოზიტიურად საუბრობდა. თუ ის უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს და რუსეთში წავა, შესაძლოა ვაპატიოთ", - განაცხადა სიკორსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ უნგრეთის ახალი მთავრობისგან ელის უკრაინის დახმარებაზე ვეტოს მოხსნას და უკვე დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი აღნიშნა.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს რუსეთში ჩასვლას გეგმავს, მაგრამ სამხედრო აღლუმს არ დაესწრება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ