ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების სამ გამანადგურებელზე იერიში მიიტანა 08.05.2026 01:37

ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების სამ გამანადგურებელზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ „სქაი ნიუსი" ირანის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

როგორც ირანული მედია იუწყება, აშშ-ის მიერ ირანული ნავთობტანკერის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევის შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში მოქმედ აშშ-ის სამხედრო საზღვაო დანაყოფებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ირანული მხარის ინფორმაციით, შეტევის შედეგად აშშ-ის სამხედრო გემები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ, რადგან თავდასხმის შედეგად დაზიანდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ