08.05.2026 11:22
გსურთ იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში გამარჯვებული? რუსეთი, ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
ჰარისმა ირანთან ომი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი სისულელეა".
„როდესაც ვუყურებთ ამ ომს ირანში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს, რომელიც არ ყოფილა ავტორიზებული კონგრესის მიერ, მაგრამ თუნდაც ყოფილიყო, ის არ უნდა დაწყებულიყო", - განაცხადა ჰარისმა.
მისივე თქმით, ტრამპის განცხადებები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებზე არადამაჯერებელია.
„საუბრობდა განადგურებაზე, შემდეგ თქვა, რომ ეს უკვე გააკეთა, ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელეა", - აღნიშნა ჰარისმა.
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის მთავარი გამარჯვებული რუსეთია.
„გინდათ იცოდეთ, ვინ არის ამ ომის მთავარი გამარჯვებული? რუსეთი. ნავთობის საკითხის გამო. მან რუსეთს სანქციები მოუხსნა. იცით, რას ნიშნავს ეს? ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით, რომელიც ადრე შეზღუდული ჰქონდათ", - აღნიშნა ჰარისმა.
მისივე თქმით, ეს ასევე გავლენას ახდენს უკრაინის მხარდაჭერაზე.
„ჩვენ ვაგზავნით არტილერიას, საჰაერო თავდაცვას, რომელიც სხვა შემთხვევაში უკრაინას მოხმარდებოდა. ამიტომ შედეგები ძალიან სერიოზულია. მე არ ვაპირებ, რომ ტრამპი იდიოტად მივიჩნიო. ის საშიშია", - აღნიშნა ჰარისმა.
ავტორ(ებ)ი :