08.05.2026 22:29
პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო. ინფორმაციას „ენბისი" ავრცელებს.
როგორც „ენბისი" იუწყება, პენტაგონმა დაიწყო იმ ფაილების გამოქვეყნება, რომლებიც უცნობ ანომალიურ მოვლენებს (UAP/UFO) ეხება.
„ამერიკელი ხალხი ამ საკითხებზე მეტ გამჭვირვალობას ითხოვდა და პრეზიდენტი ტრამპი ამ მოთხოვნას ასრულებს,"- განაცხადეს პენტაგონში.
დოკუმენტების პირველი სერია უკვე განთავსებულია სპეციალურ ვებგვერდზე. სამხედრო უწყების განცხადებით, საჭიროებისამებრ გამოქვეყნდება ახალი მასალაც. ამ ეტაპზე გასაჯაროებულია 162 ფაილი პენტაგონის, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, ნასას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არქივებიდან. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის დეტალური ანალიზი მანამდე არავის უცდია.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული სამთავრობო დოკუმენტების გასაჯაროების განკარგულება თებერვლის ბოლოს გასცა. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა ამ თემის მიმართ „უზარმაზარი ინტერესით" ახსნა.
ავტორ(ებ)ი :