10.05.2026 11:18
Bloomberg-ის ცნობით რომლებიც მუშაობას რუსეთში აგრძელებენ. გამოცემის ცნობით, ჩინოვნიკებთან ერთად, სიტუაციიდან გამომდინარე, დელეგაციას შესაძლოა შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ იაპონიის უწყების განცხადება მოჰყვა სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციას, თითქოს დელეგაცია ეკონომიკურ საკითხებს უკრაინაში ომის მოსალოდნელი დასრულების კონტექსტში განიხილავდა. იაპონიის ვაჭრობის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ქვეყანა აგრძელებს სანქციების კოორდინაციას „დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნებთან და არსებული ვითარება რუსეთთან ახალი ფორმის თანამშრომლობის საშუალებას არ იძლევა.
იაპონიის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აუცილებელია იმ იაპონური კომპანიების აქტივების დაცვა, რომლებიც კვლავ რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან.
ავტორ(ებ)ი :