ილჰამ ალიევი - სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა 10.05.2026 15:49

 

სომხეთის განადგურების ან მისთვის დამოუკიდებლობის წართმევის განზრახვა არ გვქონდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი დამკვირვებლები თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სომხეთს აზერბაიჯანისგან იცავენ, სინამდვილეში კი სომხეთს ეს არ სჭირდება.

„ევროპელი ე.წ. დამკვირვებლები დღეს თითქოს ისევ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის მონიტორინგს ახორციელებენ. ეს მაშინაც ვთქვი: ერთი რომ გაგვესროლა, მაშინვე გაიქცეოდნენ და იქ მათი კვალიც კი არ დარჩებოდა. ისინი თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სომხეთს ჩვენგან იცავენ. სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა", - აღნიშნა ალიევმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ