ირანმა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა პასუხი გაგზავნა 10.05.2026 21:47

 

ირანმა პასუხი გაგზავნა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პასუხი, რომელიც შუამავალ პაკისტანს გაეგზავნა, ფოკუსირებული იყო ყველა ფრონტზე ომის დასრულებაზე, განსაკუთრებით ლიბანში, ასევე ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოებაზე. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ ან როდის შეიძლება, ხელახლა გაიხსნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო გზა.

ცნობისთვის, აშშ-ის წინადადება ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მანამდე, ვიდრე დაიწყებოდა მოლაპარაკებები უფრო სადავო საკითხებზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ