უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში - კაია კალასი 11.05.2026 20:01

 

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ყველა კლასტერი შესაძლოა, ზაფხულისთვის გაიხსნას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„მინისტრებმა დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. უკრაინამ ყველაზე რთულ ვითარებაში, რეფორმების კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ახლა არსებობს ახალი იმპულსი და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის წინსვლისთვის. ეს ნიშნავს მოლაპარაკების ყველა კლასტერის ზაფხულისთვის გახსნას. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში და ასევე ევროკავშირისგან პუტინისთვის მკაფიო გზავნილი, რომ უკრაინის ევროპული მომავალი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთისთვის უკრაინის განადგურებაა", - განაცხადა კალასმა.

ამასთან, ირანთან დაკავშირებით საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აფართოებს სანქციებს, რათა მოიცვას ის პირები, ვინც პასუხისმგებლები არიან ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვაზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ