11.05.2026 20:29
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა წარმოუდგენლად სუსტია, იმ სისულელის წაკითხვის შემდეგ, რაც გამოგვიგზავნეს, არც კი დამისრულებია კითხვა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ტექსტის წაკითხვაზე დროს არ დაკარგავს.
„ვთქვი, რომ მის წაკითხვაზე დროს არ დავკარგავდი. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა აპარატზეა შეერთებული, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამას კარგად გაიგებენ. როდესაც, ექიმი შემოდის და გეუბნება, თქვენს ახლობელს გადარჩენის დაახლოებით ერთი პროცენტი შანსი აქვს", - აცხადებს ტრამპი.
გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პაკისტანის მეშვეობით გაეგზავნა ირანის შეთავაზება, რომელიც მოიცავს ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, სანქციების მოხსნას, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულებას და თავდაუსხმელობის გარანტიებს.
ავტორ(ებ)ი :