11.05.2026 21:27
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
ბუდანოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზადაა, რუსეთთან ომი დაასრულოს.
კირილ ბუდანოვმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებას უპასუხა, რომ ზელენსკიმ პუტინთან შესახვედრად ჯერ მასთან უნდა დარეკოს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თავდაპირველად ხუმრობით თქვა, რომ „მეომარ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი სატელეფონო ხაზები გათიშულია" და რომ „ასეთი ზარები მობილური ტელეფონებით არ შეიძლება, განხორციელდეს".
„სერიოზულად რომ ვთქვათ, თუ რუსეთი ნამდვილად მზად არის სერიოზული საუბრისთვის, უკრაინაც მზად იქნება. უკრაინამ არაერთხელ გაუსვა ხაზი და თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ ჩვენ ომის დასრულებისა და მშვიდობის მომხრე ვართ. ეს არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია, რომელსაც მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტი. ჩვენ საომარი მოქმედებების დასრულებას ვუჭერთ მხარს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო: მშვიდობის დამყარება სისუსტის ნიშანი არ არის, არამედ საღი აზრის დასტურია", - დასძინა ბუდანოვმა.
ავტორ(ებ)ი :