ანდრეი ერმაკს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა 11.05.2026 23:26

 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს მასშტაბური კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა. ამის შესახებ უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ირკვევა, გამოძიება მიმდინარეობდა კორუფციულ სქემაზე რომელიც ერმაკსა და „ენერგოატომს" უკავშირდება.

„კომენტარს გავაკეთებ გამოძიების დასრულების შემდეგ", - განაცხადა ერმაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ რაც ბრალი წარუდგინეს.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ „ენერგოატომის" საქმე ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მსხვილი კორუფციული სკანდალია. მანამდე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა ცხრა პირს, რომელთა შორისაც არიან ზელენსკის გარემოცვის წევრები ტიმურ მინდიჩი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ოლექსი ჩერნიშოვი და ენერგეტიკისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო.

რაც შეეხება კორუფციულ სქემას, უკრაინული მედია წერს, რომ საუბარია 100 მილიონ დოლარზე.

ცნობილია, რომ ეს რაოდენობის თანხა კიევის მახლობლად მდიდრული სახლების ასაშენებლად გადაუხადეს ჩერნიშოვს და ერთ-ერთი ასეთი მდიდრული სახლის მფლობელი ანდრეი ერმაკიც გახლდათ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ