სი ძინპინი - ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები, ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები 14.05.2026 09:38

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და პეკინი პარტნიორები იყვნენ და არა მეტოქეები.

 

„ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები და თითოეული ქვეყნის წარმატება მეორისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს. ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს. თანამშრომლობისას ორივე მხარე იგებს, დაპირისპირებისას კი ორივე წაგებული რჩება. ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები",- განაცხადა სი ძინპინმა.

 

ჩინეთის ლიდერმა ასევე განმარტა, რომ ტაივანის საკითხი აშშ-ჩინეთს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია. მისი თქმით, ეს საკითხი თუ სწორად მოგვარდა, ორმხრივი ურთიერთობები სტაბილური დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ორი ქვეყანა შეიძლება, შეეჯახოს ერთმანეთს ან კონფლიქტიც კი წარმოიშვას".

 

სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არსებობს.

 

„მინდა, პრეზიდენტთან აზრები გავცვალო ორივე ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთად ვმართოთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების უზარმაზარი გემი. დაე, 2026 წელი გახდეს ისტორიული და გამორჩეული წელი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში - წელი, რომელიც წარსულს გააგრძელებს და ახალ თავს გახსნის", - განაცხადა სი ძინპინმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ