14.05.2026 16:42
უეს სტრიტინგმა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი" ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სტრიტინგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის კაბინეტი დატოვა, რაც სავარაუდოდ სტარმერის ხელმძღვანელობისთვის გამოწვევად იქცევა. ამავე ინფორმაციით, უეს სტრიტინგი კაბინეტის პირველი წევრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც კირ სტარმერს ლეიბორისტული პარტიის მარცხის გამო გადადგომისკენ მოუწოდეს.
როგორც მედია წერს, სტრიტინგი მიიჩნევა ერთ-ერთად იმ ადამიანთაგან, ვინც შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე კირ სტარმერის შეცვლა სცადოს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამასთან, ლეიბორისტული პარტიის დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდეს
კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ლეიბორისტულ პარტიაში ლიდერის შეცვლის პროცესი პარტიას კრიზისში ჩააგდებს.
ავტორ(ებ)ი :