დონალდ ტრამპი - ამერიკულმა ძალებმა და ნიგერიის არმიამ გაანადგურეს მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური 16.05.2026 12:32

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მთავარი მეთაური ლიკვიდირებულია.

 

მისივე თქმით, აბუ-ბილალ ალ მინუკი, რომელიც „ISIS-ის მეორე მეთაურია მსოფლიოში", აფრიკაში აშშ-ისა და ნიგერიის ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად მოკლეს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, 44 წლის მინუკი მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტი იყო.

 

„დღეს საღამოს, ჩემი მითითებით, მამაცმა ამერიკულმა ძალებმა და ნიგერიის არმიამ უნაკლოდ შეასრულეს ზედმიწევნით დაგეგმილი და ძალიან რთული მისია, რათა ბრძოლის ველზე გაენადგურებინათ მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტი. აბუ-ბილალ ალ-მინუკი, ISIS-ის მეორე მეთაური მსოფლიოში, ფიქრობდა, რომ აფრიკაში დამალვას შეძლებდა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გვყავდა წყაროები, რომლებიც გვაცნობებდნენ მის ქმედებებს. ის ვეღარ დაატერორებს აფრიკის ხალხებს და ვეღარ დაგეგმავს ამერიკელების წინააღმდეგ ოპერაციებს. მისი მოცილებით ISIS-ის გლობალური ოპერირების უნარი მნიშვნელოვნად შემცირდება. მადლობა ნიგერიის მთავრობას ამ ოპერაციაში პარტნიორობისთვის. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!" - წერს ტრამპი.

 

მედიის ცნობით, მინუკი 2018 წლიდან ISIS-ის რეგიონული მეთაურის თანამდებობას იკავებდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ