,,ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ ირანთან თანაშრომლობისა და გადასახადის გადახდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი''- ებრაჰიმ აზიზი 16.05.2026 17:49

 

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის რეგულირების მექანიზმი მზადაა და სრუტეში გადაადგილებას მხოლოდ ის კომერციული გემები და მხარეები შეძლებენ, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ.

მისივე თქმით, ოფიციალური თეირანის მიერ ახლახან გამოცხადებული მექანიზმი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ძირითად მარშრუტზე მოძრაობის კონტროლის სისტემას წარმოადგენს.

აზიზიმ ასევე აღნიშნა, რომ მექანიზმის შესახებ დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი და გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გაივლიან, ფინანსური გადასახადის გადახდა მოუწევთ.

ცნობისთვის, 2026 წლის 28 იანვარს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რასაც თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოჰყვა. ომამდე მსოფლიო ნავთობისა და ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი ჰორმუზის სრუტის გავლით გადაჰქონდათ. სრუტის ბლოკირებამ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე კრიზისული ვითარება შექმნა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ