,,რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება''- ანდრეი სიბიგა 16.05.2026 20:36

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნა „არა აბსტრაქტული იდეა, არამედ კონკრეტული მექანიზმია".

ანდრეი სიბიგა ტრიბუნალის მმართველი კომიტეტის შესახებ შეთანხმებას „ისტორიულ ნაბიჯს" უწოდებს.

როგორც დიპლომატი განმარტავს, მიღებული ინფორმაციით, სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება და მას უკვე სამი კონტინენტიდან 37 მონაწილე შეუერთდა, თუმცა სია ამით არ დასრულდება.

კიევში იმედოვნებენ, რომ სპეციალური ტრიბუნალი 2027 წლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, 15 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ