16.05.2026 20:54
აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციებისგან გათავისუფლების რეჟიმი, რომლის ვადაც 16 მაისს ამოიწურა, აღარ გაახანგრძლივა. ინფორმაციას მედიასაშუალებები აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისზე (OFAC) დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ბოლოს რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებისა და გაყიდვის ავტორიზაციის შესახებ ბრძანება 2026 წლის 17 აპრილს ერთი თვით გაიცა და მას შემდეგ აღარ გახანგრძლივებულა.
ამასთან, 15 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთმა აშშ-ს რუსული ნავთობის სანქციებისგან გათავისუფლების გაგრძელება სთხოვა, რის მიზეზადაც ირანში მიმდინარე ესკალაციით გამოწვეული ენერგორესურსების დეფიციტი დაასახელა.
ცნობისთვის, 2026 წლის 13 მარტს აშშ-მა რუსულ ნავთობთან დაკავშირებული სანქციები შეაჩერა იმ ტანკერებისთვის, რომლებიც უკვე დატვირთული იყო ნავთობით. აპრილში კი, აშშ-მა სანქციების შეჩერება კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა.
ავტორ(ებ)ი :