„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება 17.05.2026 19:50

 

კუბამ 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა და განიხილავს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ისინი გუანტანამოს ყურეში, აშშ-ის ბაზაზე, აშშ-ის სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატის ქალაქ კი უესტზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, - ინფორმაციას „აქსიოსი" საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, აშშ-ის სამხედრო მოქმედებების საბაბად იქცეს, აჩვენებს, თუ რამდენად ხედავს ტრამპის ადმინისტრაცია კუბას საფრთხედ დრონებით ომის განვითარებისა და ჰავანაში ირანელი სამხედრო მრჩევლების ყოფნის ფონზე.

„როდესაც ვფიქრობთ ამ ტიპის ტექნოლოგიებზე, რომლებიც ასე ახლოს არიან ერთმანეთთან და ბოროტმოქმედთა ფართო სპექტრზე, ტერორისტული ჯგუფებიდან დაწყებული ნარკოკარტელებით, ირანელებითა და რუსებით დამთავრებული, ეს შემაშფოთებელია", - განაცხადა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით.

ამასთან, „აქსიოსი" წერს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, კუბა 2023 წლიდან რუსეთისა და ირანისგან „სხვადასხვა შესაძლებლობების" შემტევ დრონებს ყიდულობს და ისინი კუნძულის სტრატეგიულ ადგილებში აქვს დამალული.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კუბელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთისგან მეტი დრონი და სამხედრო აღჭურვილობა მოითხოვეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ