დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5000 ჯარისკაცს გაგზავნის 22.05.2026 02:48

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5000 ჯარისკაცს გაგზავნის.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, პოლონეთის კონსერვატორ პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან კარგი ურთიერთობა აქვს და სწორედ ეს გახდა პოლონეთში დამატებითი ჯარისკაცების გაგზავნის მიზეზი.

„პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5000 სამხედროს გაგზავნის", - წერს ტრამპი.

როგორც მედია აღნიშნავს, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლება ევროპაში თავისი ჯარების ყოფნის საკითხს განიხილავდა. ორი დღის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-მა პოლონეთში ჯარების განლაგება გადადო.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ