ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ რუსეთთან არ ვიკამათებთ, არ ვიბრძოლებთ, რუსეთი ზესახელმწიფოა და მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ 22.05.2026 17:07

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისის გამოწვევის მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ, ჩვენ რუსეთთან არ ვიკამათებთ, არ ვიბრძოლებთ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება, ხელისუფლება ერთდროულად საუბრობდეს რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებზე და ამავე დროს აცხადებდეს, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთის ინტერესების წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობა მიმდინარეობს, ნიშნავს თუ არა ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კრიზისს, ფაშინიანმა უპასუხა, რომ მსგავსი შეფასება არასწორია.

 

„ვხედავ, რომ ბევრს სურს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისის გამოწვევა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ რუსეთთან არ ვიკამათებთ და არ ვიბრძოლებთ. რუსეთი ზესახელმწიფოა და მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ", - განაცხადა ფაშინიანმა.

 

ამასთან, მისი თქმით, რუსული ბუნებრივი აირის ფასები სომხეთში ვერ გაიზრდება, რადგან არსებობს ორმხრივად სასარგებლო შეთანხმება.

 

„ჩვენ ადრე მივაღწიეთ მკაფიო სტრატეგიულ შეთანხმებას ბუნებრივი აირის ფასებთან დაკავშირებით და ისინი უნდა შენარჩუნდეს. გაზის ფასის ზრდა შეუძლებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მოქმედი შეთანხმება და ეს შეთანხმება ორმხრივად სასარგებლოა და შეიცავს შესაბამის პირობებს", - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ სომხეთს შეუძლია, განიხილოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მისი სტატუსის საკითხი, ანუ მხოლოდ სომხეთს შეუძლია, გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა ეს კავშირი.

 

„სხვა პროცედურა არ არსებობს. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ სხვა კითხვებსაც", - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ