22.05.2026 17:23
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2026 წლის ივნისამდე უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
როგორც სიბიგამ უნგრელ კოლეგასთან, ანიტა ორბანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, ივნისის ბოლომდე ყველა კლასტრის გახსნა რეალისტური ამოცანაა.
„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ კლასტერები ივნისში უნდა გაიხსნას. ორბანის მთავრობის მიერ შექმნილი მთავარი პოლიტიკური დაბრკოლება მოხსნილია", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საუბარია ექვსივე კლასტრის სრულ გახსნაზე. სიბიგამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ ყველა აუცილებელი პირობა უკვე შეასრულა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამართლიანია ევროკავშირისგან შესაბამისი შეფასების მიღება და ეს შეფასება სწორედ კლასტერების გახსნაა", - აღნიშნა სიბიგამ.
სიბიგას თქმით, უნგრეთთან მოლაპარაკებები ამჟამად პოზიტიურად მიმდინარეობს, თუმცა ლიდერების შეხვედრის შესახებ დეტალები ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის დაზუსტებული.
ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას რუსული მასშტაბური დარტყმის დაგმობისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთს აქამდე მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია.
ავტორ(ებ)ი :