ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობას ტოვებს 22.05.2026 22:18

 

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი ტულსი გაბარდი თანამდებობას ტოვებს.

გავრცელებული ცნობით, ტულსი გაბარდმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მისი მეუღლის სიმსვნის დიაგნოზი დაასახელა.

ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა. წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ, გაბარდი თანამდებობას ოფიციალურად 30 ივნისს დატოვებს.

გაბარდმა განაცხადა, რომ მან „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია უპრეცედენტო გამჭვირვალობის უზრუნველყოფით და სადაზვერვო საზოგადოების ერთიანობის აღდგენით", თუმცა, მისი თქმით, აღიარებს, რომ „ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაკეთებელი".

ამერიკული მედიის ინფორმაციით, გაბარდმა დაიწყო მუშაობა სადაზვერვო საზოგადოების რეფორმირებისთვის - სააგენტოს შემცირებით და გადასახადის გადამხდელებისთვის წელიწადში 700 მილიონ დოლარზე მეტის დაზოგვით. ამ თვის მონაცემებით, ტულსი გაბარდმა გამოაქვეყნა სამთავრობო ჩანაწერების ნახევარ მილიონზე მეტი გვერდი, მათ შორის ტრამპ-რუსეთის გამოძიებასთან, ჯონ კენედის და რონალდ კენედის მკვლელობებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ჩანაწერები.

ტულსი გაბარდის ეროვნულმა კონტრტერორისტულმა ცენტრმა 2025 წელს ქვეყანაში არ შეუშვა ნარკოტერორიზმთან კავშირში მყოფი 10 000-ზე მეტ ადამიანი და 85 000-ზე მეტი მსგავსი კავშირების მქონე პირი ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

ამერიკული მედიის შეფასებით, გაბარდმა ვერასდროს მოიპოვა ადგილი პრეზიდენტის უახლოეს წრეში. ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა გაწყვიტა კავშირი თავის პარტიასთან და მხარი დაუჭირა ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამერიკული მედიის თანახმად, გადამწყვეტ მომენტებში, როდესაც დონალდ ტრამპი შესაძლო სამხედრო მოქმედებაზე მსჯელობდა ან ირანსა და ვენესუელაში ოპერაციების პირდაპირ ვიდეოჩანაწერებს უყურებდა, ტულსი გაბარდი ხშირად ოთახში არ იმყოფებოდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ