„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან 23.05.2026 15:14

 

აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სფეროს ორმა წარმომადგენელმა „ნიუ იორკ თაიმსს" განუცხადა.

გამოცემის თანახმად, ისრაელი საერთოდ არ მონაწილეობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინ გამართულ დისკუსიებში და აშშ-სა და თეირანს შორის მოლაპარაკებების განვითარების შესახებ რეგიონული დიპლომატიური კონტაქტებიდან, ასევე დაზვერვის გამოყენებით შეიტყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების წინა პერიოდში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუ მჭიდრო თანამშრომლობაში იყო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ვაშინგტონში, სიტუაციურ ოთახში, თეირანში რეჟიმის დაცემას წინასწარმეტყველებდა.

„პილოტის კაბინიდან ეკონომ კლასში გადასახლებას ისრაელისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება", - წერს ამერიკული გაზეთი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ