24.05.2026 21:12
რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის" გეგმას მისდევს და სხვადასხვა გზით შეთქმულებას აწყობს რეგიონში ომის, არასტაბილურობისა და განხეთქილების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
„ახლა ჩვენ ასევე მზად ვართ, დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის ფლობას. ,, ჩვენ არ ვცდილობთ რეგიონში არასტაბილურობის მოწყობას '', - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.
ავტორ(ებ)ი :