მედიის ცნობით, გამოკითხული გერმანელების 72% მიიჩნევს, რომ ბუნდესვერს არ შეუძლია, თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა დაიცვას 24.05.2026 23:15

 

გამოკითხული გერმანელების 72% მიიჩნევს, რომ ბუნდესვერს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები) არ შეუძლია, ქვეყანა თავდასხმის შემთხვევაში დაიცვას.

გერმანულ გაზეთ Bild-ისა და Insa-ს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 17% არის დარწმუნებული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობაში, დაიცვან ქვეყანა თავდასხმის შემთხვევაში.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 38%-მა განაცხადა, რომ ისინი რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხეს რეალურად მიიჩნევენ, დაახლოებით 50%-მა კი განაცხადა, ასეთ საფრთხეს ნაკლებად ხედავენ.

ამასთან, კვლევის მიხედვით, სულ უფრო მეტი გერმანელია შეშფოთებული ციფრულ სფეროში პოტენციური თავდასხმებით. გამოკითხულთა ორი მესამედი შეშფოთებულია, რომ კიბერშეტევებმა, დივერსიულმა აქტებმა ან მიზანმიმართულმა დეზინფორმაციამ შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს გერმანიაში ცხოვრებაზე.

კვლევა Insa Institute-მა 2026 წლის 21-დან 22 მაისამდე პერიოდში ჩაატარა, სულ 1005 ადამიანი გამოიკითხა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ