მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა -BBC 25.05.2026 10:34

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან შეთანხმება „ძირითადად მოლაპარაკებულია" და დეტალები მალე გამოცხადდება, მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა.

BBC-ის ცნობით, მსოფლიო ბაზარზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 5.5%-ით დაეცა და ერთ ბარელზე 97.9 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს, ნავთობის ფასი 5.8%-ით დაეცა და 90.99 აშშ დოლარს მიაღწია.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა იაპონიის საფონდო ბირჟაზეც. „ბიბისის" ინფორმაციით, იაპონიაში Nikkei 225-ის საფონდო ინდექსმა, პირველად ომის დაწყების შემდეგ, 65 000-ს გადააჭარბა და 2.9%-იანი ზრდა აჩვენა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ