აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა 25.05.2026 15:10

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა.

 

როგორც „არმენპრესი" იუწყება, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 

უწყების ინფორმაციით, გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და მარკო რუბიოს შეხვედრა, რის შემდეგაც მინისტრები პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერაც.

 

შემდეგ გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ