რომის პაპმა მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება 25.05.2026 17:59

 

რომის პაპმა, ლეო XIV-მ გამოაქვეყნა თავისი პირველი დიდი ენციკლიკა სათაურით - „ადამიანის დაცვის შესახებ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში".

თავის გზავნილში პონტიფიკოსმა მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ეს სფერო მკაცრად დაარეგულირონ.

პაპის აზრით, ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, კონფლიქტების პროვოცირებას და არსებობს რისკი, რომ მსოფლიო უსასრულო ომებში გაეხვიოს.

ლეო XIV აღნიშნავს, რომ მონაცემები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს, მხოლოდ კერძო კომპანიების ხელში არ უნდა დარჩეს. გარდა ამისა, პაპი გამოვიდა მოწოდებით, შემცირდეს კონკურენცია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის განვითარება პაპმა შეადარა ბიბლიურ სიუჟეტს ბაბილონის გოდოლის შესახებ, როდესაც ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანები ცამდე გოდოლის აშენებას ცდილობდნენ და ღმერთი განარისხეს.

ლეო XIV-ის თქმით, ეს ისტორია აჩვენებს ნებისმიერი წამოწყების საფრთხეს, რომელიც „ცდილობს, ზეცას მიაღწიოს ღვთის კურთხევის გარეშე".

ენციკლიკაში პაპი ასევე შეეხო „სამართლიანი ომის" თეორიას. ესაა ეკლესიის დოქტრინა, რომელიც გლობალური კონფლიქტების გასამართლებლად გამოიყენებოდა.

პაპის აზრით, ეს თეორია მოძველებულია, ხოლო სამხედრო ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ „თავდაცვისთვის, ამ სიტყვის ყველაზე მკაცრი მნიშვნელობით".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ