„სიენენი“ - ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებზე არსებული უთანხმოებები აფერხებს ირანსა და აშშ-ის შორის საბოლოო შეთანხმების დადებას 25.05.2026 21:44

 

ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებზე არსებული უთანხმოებები აფერხებს ირანსა და აშშ-ის შორის საბოლოო შეთანხმების დადებას. ამის შესახებ „სიენენი" ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

უთანხმოებების მიუხედავად, ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი კვლავ არსებობს.

„ორშაბათს კატარში ირანის დელეგაციის, მათ შორის თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი წევრების ყოფნა პოზიტიური ნიშანი იყო", - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც „სიენენი" წერს, აშშ ირანისგან ითხოვს მყარ ვალდებულებებს, რომ ისინი გაანადგურებენ გამდიდრებული ურანის მარაგს და არ შექმნიან ბირთვულ იარაღს. თუმცა, ირანში აცხადებენ, რომ არ განიხილავენ ბირთვული პროგრამის დეტალებს და ამას მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდისთვის ტოვებენ.

„ეს არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკამათო პუნქტი", - აღნიშნა მაღალჩინოსანმა.

თეირანი ასევე ითხოვს ვალდებულებებს სანქციების მოხსნისა და გაყინული აქტივების გათავისუფლების შესახებ, ხოლო აშშ-ში აცხადებენ, რომ იქამდე ვიდრე ბირთვულ საკითხში პროგრესი არ იქნება მიღწეული, ფინანსური შეღავათი არ იქნება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ