26.05.2026 19:27
რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება, ეს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტს ნიშნავს, პოტენციურად კატასტროფული შედეგებით, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, დასავლეთის დესტრუქციული ქმედებების შედეგად გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს შორის, რომლებიც ასევე დე იურე ბირთვული სახელმწიფოები არიან, ღრმა განხეთქილება წარმოიშვა და კვლავ გრძელდება.
„ეს იწვევს სტრატეგიული რისკების აშკარა ზრდას", - აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები ცდილობენ მოსკოვთან დაპირისპირების ფსონების გაზრდას.
ავტორ(ებ)ი :