27.05.2026 17:40
ვინაიდან სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონცესიის ქვეშაა და რუსეთს დასავლეთის ქვეყნებთან სანქციებთან დაკავშირებული რთული ურთიერთობები აქვს, დასავლეთის ქვეყნები ამ პრობლემის გვერდის ავლის გზებს ეძებენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთს მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანს რკინიგზის კონცესიის მართვის ლოგიკის შეცვლა სურს.
სომხეთის რკინიგზის კონცესიას რუსეთი სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მეშვეობით მართავს.
ფაშინიანის თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად, მთავრობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პრობლემა სომხეთის რკინიგზის კონცესიის არსებულ მართვის მოდელს უკავშირდება.
„ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია სომხეთის რკინიგზის კონცესიის ლოგიკის შეცვლა, რომელიც, სხვათა შორის, 100 პროცენტით სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სანქციების დაბრკოლება ჩვენი გზისა და რკინიგზისთვის პრობლემად არ იქცეს. სომხეთი ამ მიმართულებით პარტნიორებთან, მათ შორის რუსეთთან ერთად, მუშაობას გააგრძელებს", - აღნიშნა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანმა ადრეც ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კონცესიის რუსული მართვა სომხეთს გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობებს ართმევს.
ფაშინიანმა გამოთქვა ინიციატივა სომხეთის რკინიგზის კონცესიის მართვა გადაეცეს მესამე ქვეყანას, რომელიც სომხეთისა და რუსეთისთვის მეგობრულია.
სხვადასხვა რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი არ მიიჩნევენ მიზანშეწონილად სომხეთის რკინიგზის კონცესიის მართვის გადაცემას მესამე ქვეყნისთვის.
სომხეთს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შემდეგ ეტაპზე სომხეთ-თურქეთის საზღვრისა და რკინიგზის გახსნაა მოსალოდნელი.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ტვირთების ნაკადი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იმდენად დიდია, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი რკინიგზა მაღალი სიმძლავრით იმუშავებს და სომხეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს", - აღნიშნა მან.
სომხეთს პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ასევე შეისწავლეს სომხეთში გამავალი საგზაო მარშრუტები და დაასკვნეს, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უმოკლესი მარშრუტი ტავუშის, ლორის და შირაკის რეგიონებზე გადის.
„დიდი საინვესტიციო ინტერესია ტავუშის რეგიონიდან შირაკის რეგიონამდე გზების განვითარებაში და სატვირთო მანქანებისთვის ფასიანი გზების შექმნაში", - თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა დასძინა, რომ ეს პროექტები სომხეთისთვის დამატებით შემოსავალს გამოიმუშავებს.
ავტორ(ებ)ი :