29.05.2026 01:23
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა, სადაც მათ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართეს. მისივე თქმით, უნგრეთი ალიანსის სანდო პარტნიორად რჩება.
„ბრიუსელში მარკ რუტესთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მქონდა. უნგრეთი კვლავ იქნება სანდო პარტნიორი მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო ალიანსში. ნატო-ს გენერალური მდივანი და მე ვთანხმდებით, რომ უნგრელი ჯარისკაცები შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ კოსოვოში, ნატო-ს სამშვიდობო მისიის ფარგლებში", - წერს მადიარი.
ამასთან, მადიარის თქმით, მან მარკ რუტეს განუცხადა, რომ ბუდაპეშტი კიევს იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის.
„გენერალურ მდივანს ვაცნობე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის. მარკ რუტემ მომაწოდა ინფორმაცია 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადების, ასევე ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ვითარების შესახებ", - წერს მადიარი.
ავტორ(ებ)ი :