29.05.2026 19:18
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამჟამინდელ პრემიერს, პეტერ მადიარს მოუწოდებს, ევროკავშირთან შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს.
„ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ფონ დერ ლაიენისა და პეტერ მადიარის პაქტის დეტალები. რა მიჰყიდა მან ბრიუსელს უნგრული ინტერესებიდან? უფასო ყველი მხოლოდ თაგვების ხაფანგშია", - წერს ვიქტორ ორბანი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პეტერ მადიარმა, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის შედეგადაც უნგრეთისთვის განკუთვნილი 16.4 მილიარდი ევროს ფონდი განიბლოკა. ეს თანხები წინა ადმინისტრაციის დროს გაიყინა.
ავტორ(ებ)ი :