29.05.2026 21:06
უკრაინის კრიზისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ სომხეთის თემაზე საუბრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, მან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უთხრა, რომ ყველაფერი, რაც კარგია სომხებისთვის, მისაღებია და კარგია რუსეთისთვის და მოიქცეს ისე, როგორც მას ჰგონია საჭიროდ, სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე წვდომას დაკარგავს, თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს დატოვებს.
ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს სურს, სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენასთან ან ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით რეფერენდუმი რაც შეიძლება მალე ჩატარდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შემთხვევაში, მიგრანტებისთვის ჩვეულებრივი მოთხოვნები იმოქმედებს. მისივე თქმით, სომხეთისთვის რკინიგზის ტრანსპორტის ტარიფები გაიზრდება.
„ნიკოლ ვოვას ძეს (ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი) ვუთხარი - ის ამას დაადასტურებს: „რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ეს ჩვენს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ კავშირებს არ გააფუჭებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, წმინდა ეკონომიკურ სუბსტანციებზეა საუბარი. ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი, ყურადღებით შესწავლილი და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ავტორ(ებ)ი :