30.05.2026 11:23
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპის სახელი ვაშინგტონში მდებარე კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრიდან უნდა მოიხსნას.
მოსამართლემ დაადგინა, რომ ცენტრს კონგრესის თანხმობის გარეშე სახელი ვერ შეეცვლება.
შესაბამისი სარჩელის საფუძველი ტრამპის წლევანდელი გადაწყვეტილება გახდა. მან ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო შეცვალა, თავი თავმჯდომარედ დანიშნა და კონგრესის გვერდის ავლით დაწესებულებას „ტრამპ კენედი ცენტრი" უწოდა.
„კენედი ცენტრის დამფუძნებელი კანონი ადგენს, რომ ცენტრს კენედის სახელი უნდა ერქვას და საბჭოს ცალმხრივი გადაწყვეტილებით მას სხვა ოფიციალური სახელი ვერ მიენიჭება. კონგრესმა მიანიჭა ცენტრს სახელი და მხოლოდ კონგრესს შეუძლია მისი შეცვლა", - განაცხადა მოსამართლემ.
განჩინებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 14 დღე ეძლევა, რათა ცენტრიდან ტრამპის სახელის შემცველი ყველა აბრა მოიხსნას.
ავტორ(ებ)ი :