30.05.2026 18:22
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.
ზელენსკის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დარტყმა საზღვრიდან 500 კილომეტრში განახორციელა.
„ჩვენ, სამართლიანად, ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა. რუსეთს შეეძლო დიდი ხნის წინ დაესრულებინა თავისი აგრესია, მაგრამ ამის ნაცვლად მან მისი გაჭიანურება და გაგრძელება აირჩია. ასე რომ, რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთ ობიექტს მივაღწიეთ - არმავირს, კრასნოდარის მხარეში", - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის თქმით, „რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინა შორი მოქმედების „სანქციებს" ახორციელებს".
ავტორ(ებ)ი :