,,ირანისგან მოლაპარაკებების შეჩერებაზე შეტყობინება არ მიმიღია''- ტრამპი 01.06.2026 21:48

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანისგან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღია.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, მსგავსი განცხადება ირანის მხრიდან „სავსებით მოსალოდნელია".

„ეს შესაბამისი განცხადებაა, რადგან ისინი მოლაპარაკებებში უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ბრძოლაში", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაფართოებას გეგმავს.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქ წავალთ და ბომბების ჩამოყრას დავიწყებთ. ჩვენ ბლოკადას შევინარჩუნებთ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მხარეებს შორის კომუნიკაცია ზედმეტად ინტენსიური გახდა და ამ ეტაპზე დუმილი, შესაძლოა, უფრო სასარგებლო იყოს.

„ვფიქრობ, ზედმეტად ბევრს ვსაუბრობთ. ცოტა ხნით დუმილი ძალიან კარგი იქნებოდა", - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებები შეაჩერა. მედიის ინფორმაციით, მიზეზი ლიბანში ისრაელის ქმედებებია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ