კირილ ბუდანოვი - უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, სასურველია ზამთრის დადგომამდე 01.06.2026 22:08

 

უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, სასურველია ზამთრის დადგომამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

უსაფრთხოების ფორუმზე „უსაფრთხოების არქიტექტურა 2026" სიტყვით გამოსვლისას ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება მალე შეწყვეტა.

„ეს არის პრეზიდენტის დავალება - ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. სასურველია, ეს ზამთრამდე მოხდეს. როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ყველაფერს გავაკეთებ პრეზიდენტის დასახული მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი სრულიად სწორი, დროული და გააზრებულია", - განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს, თუმცა არ გამორიცხა, რომ რუსეთმა შეთანხმებებზე უარი თქვას.

ამასთან, მისი შეფასებით, უკვე არსებობს „საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ