რუსეთი სომხური ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტზე 3 ივნისიდან შეზღუდვას აწესებს 02.06.2026 17:57

 

რუსეთი სომხეთის სასოფლო სამეურნეო კულტურის იმპორტზე მორიგ შეზღუდვას აწესებს.

რუსული მედიის თანახმად, 3 ივნისიდან შეზღუდვები შეეხება სომხური წარმოშობის ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტს, ასევე ამ პროდუქტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტს. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე არ შემუშავდება ალგორითმი გადაზიდული საქონლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, „როსელხოზნადზორმა" (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) შეზღუდა სომხეთიდან ყვავილების, ხილისა და ბოსტნეულის, ასევე კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტი. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეეხო თევზსა და თევზის პროდუქტებს.

სააგენტომ განაცხადა, რომ მან არაერთხელ გაუგზავნა ინფორმაცია ერევანს მიწოდების დარღვევების შესახებ.

რუსეთში აღნიშნეს, რომ ეს სიტუაცია საფრთხეს უქმნის რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ფიტოსანიტარიულ კეთილდღეობას, ასევე სამრეწველო მებაღეობის, მეხილეობისა და მევენახეობის სახელმწიფო დახმარების შიდა პროგრამებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ