გაფიცვის გამო ბელგიის ორ მთავარ აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა 02.06.2026 20:46

 

ბელგიის საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების დაუგეგმავი გაფიცვის გამო, ბრიუსელისა და შარლერუას აეროპორტებში ყველა გამგზავრება და ჩამოსვლა დღეს, შუადღის შემდეგ გაუქმდა.

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის VRT-ის ცნობით, გაფიცვა აეროპორტებში მომსახურების ახალი ციფრული კონტროლის ცენტრის შესახებ მენეჯმენტსა და პროფკავშირებს შორის უთანხმოებამ გამოიწვია.

ბრიუსელის აეროპორტის განცხადებით, დღის 2 საათიდან საღამოს 7 საათამდე დაგეგმილი ათობით რეისი გაუქმდა.

ამასთან, Ryanair-მა განაცხადა, რომ გაფიცვის შედეგად კომპანიის 100 რეისი გაუქმდა, რამაც თითქმის 20 000 მგზავრზე იმოქმედა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ