05.06.2026 14:27
კიევი ევროკავშირს 23 წელს გადაცილებული უკრაინელი მამაკაცებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას სთხოვს, - ამის შესახებ ევროკომისარმა მაგნუს ბრანერმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში უკრაინელი მამაკაცებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავენ.
საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე, რომელთა ასაკიც 23-დან 60 წლამდეა.
„ეს არის ის, რასაც უკრაინული მხარე გვთხოვს", - აღნიშნა ბრანერმა.
აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის ფარგლებში საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს, მათ შორის იყვნენ: გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია და ბალტიის ქვეყნები.
ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, უახლოეს კვირებში მომზადდება ოფიციალური გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი დროებითი დაცვის მექანიზმის მომავალი წესები და პირობები.
დროებითი დაცვის სტატუსთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების ძალაში შესასვლელად საჭირო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა.
ავტორ(ებ)ი :