პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს 05.06.2026 20:05

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა „წყლის ნაყვის" წინააღმდეგია.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი კვირის წინ მას რუსეთის „ბიზნესწრეების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა" დაურეკა და შეატყობინა, რომ კიევში იყო მიწვეული. პუტინმა დაამატა, რომ მოგვიანებით ის დაბრუნდა და უთხრა: „ყველანაირი ზედმეტი დეტალის მიღმა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბატონმა ზელენსკიმ შეხვედრა ითხოვა".

„მე ვამბობ, რომ უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ შეხვედრა, როგორც ჩვენთან იტყვიან, წყლის ნაყვა რომ არ გამოვიდეს - მე ეს უკვე გამოვიარე", - განაცხადა მან სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ