06.06.2026 18:43
უკრაინამ სანკტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს თქმით, რუსეთმა უკრაინის 140-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო.
სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ნავთობის საწყობს დაარტყეს.
„ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეომრების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დღეს სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე რუსეთის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ბოლო დღეა.
ავტორ(ებ)ი :