08.06.2026 12:29
მედიის ცნობით, ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 129 კი დაშავდა. მიწისძვრა ფილიპინების მთავარ სამხრეთ კუნძულზე, მინდანაოში, გენერალ სანტოსის სანაპიროსთან მოხდა. სიძლიერემ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრას 140-მდე ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ცნობით, ეპიცენტრი ათი კილომეტრს სიღრმეზე დაფიქსირდა.
ფილიპინების სამოქალაქო თავდაცვის ოფისის წარმომადგენლების ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 07:37 საათზე მოხდა.
ფილიპინებმა, ინდონეზიამ და იაპონიამ მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს. ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოსმა მოსახლეობას მოუწოდა, სანაპირო ზოლში ყოფნისგან თავი შეიკავონ და კუნძულის სიღრმეში გადავიდნენ.
ავტორ(ებ)ი :