ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ უნდა დავამყაროთ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე, თურქეთმა უნდა გახსნას თავისი საზღვარი 08.06.2026 15:11

ჩვენ უნდა დავამყაროთ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ასევე გავხსნათ საზღვარი თურქეთთან, ვგულისხმობ, რომ თურქეთმა უნდა გახსნას თავისი საზღვარი, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

ფაშინიანის თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სომხეთის მოსახლეობამ ხმა მისცა მშვიდობას, რეგიონულ განვითარებასა და თანამშრომლობას.

 

ფაშინიანის განმარტებით, იმედი აქვს, რომ თურქეთიც და აზერბაიჯანიც დადებითად უპასუხებენ.

 

„გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. სხვათა შორის, მადლიერები ვართ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის სომხური საქონლის იმპორტისა და ექსპორტისთვის გახსნის გადაწყვეტილებისთვის. თურქეთთან ჩვენს ურთიერთობებში ძალიან კარგი იმპულსი გვაქვს, მაგრამ ეს იმპულსი უნდა გავაგრძელოთ დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად და საზღვრის სრულად გახსნის მისაღწევად", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ