სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორ კარიმ ხანს უფლებამოსილება შეუჩერეს 09.06.2026 10:39

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორ კარიმ ხანს უფლებამოსილება შეუჩერეს. ამის შესახებ „გარდიანი" წერს.

 

გამოცემის ცნობით, კარიმ ხანის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებული დისციპლინარული საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება რომ დროებით შეეჩერებინათ მისთვის უფლებამოსილება.

 

სასამართლოს მმართველმა ორგანომ განაცხადა, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა საქმე წევრი სახელმწიფოების სპეციალურ სხდომას გადასცა, სადაც კარიმ ხანის მომავალზე იმსჯელებენ.

 

„გარდიანის" ინფორმაციით, სასამართლოს წევრი ქვეყნების 21-წევრიანმა კომიტეტმა უმრავლესობით დაასკვნა, რომ ხანმა „სერიოზული გადაცდომა" ჩაიდინა. სასამართლოს მმართველმა ორგანომ აღნიშნა, რომ მისი დროებითი ჩამოშორება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას.

 

აღსანიშნავია, რომ ხანს უკვე შეჩერებული ჰქონდა იმ განყოფილების ხელმძღვანელობა, რომელიც ომის დანაშაულებსა და სხვა მძიმე საერთაშორისო დანაშაულებს იძიებს. თავად კარიმ ხანი ბრალდებებს უარყოფს. კარიმ ხანის წინააღმდეგ ბრალდებები პირველად 2024 წელს გაჟღერდა. მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ქალმა, რომელიც მასთან ჰააგაში მუშაობდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ