ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა 09.06.2026 17:20

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციები მოიცავს ოთხ მიმართულებას: ენერგეტიკას, საფინანსო სექტორს და კრიპტოვალუტებს, ვაჭრობასა და მეთევზეობას.

 

პაკეტი ჯერ ევროკავშირის საბჭომ ერთხმად უნდა დაამტკიცოს.

 

როგორც Euractiv-ი წერს, ენერგეტიკის სფეროში მთავარი მიზანი რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვაა. ევროკავშირს დაწესებული აქვს რუსული ნავთობის მაქსიმალური ფასი. ეს ფასი პერიოდულად კორექტირდება ბაზრის მიხედვით, თუმცა ჰორმუზის სრუტის დახურვამ ნავთობის ბაზარი შეარყია, რაზეც ეს მექანიზმი გათვლილი არ იყო. ამიტომ ევროკავშირი კორექტირებას იანვრამდე შეაჩერებს, რათა ბაზარს დასტაბილურების დრო მისცეს.

 

ამასთან, ახალი პაკეტის მიხედვით, „ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ სანქციების სიას კიდევ 30 გემი დაემატება, ახლა უკვე 632 გემია სანქციების ქვეშ. სანქციები შეეხება ასევე იმ გემებს, რომლებიც „ჩრდილოვან ფლოტს" მომსახურებას უწევენ, აგრეთვე პორტებს, აეროპორტებს და ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებს. საფინანსო სანქციების სიას კიდევ 31 რუსულ ბანკი დაემატება.

 

პირველად ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სერვისების სრულ აკრძალვას აამოქმედებს, თუ ისინი სანქცირებულ რუსულ სტრუქტურებს ემსახურებიან.

 

სავაჭრო შეზღუდვები შეეხება, მათ შორის, რუსეთის სამხედრო მრეწველობაში გამოყენებულ მეტალებს და შენადნობებს. ამასთან, სავაჭრო შეზღუდვები ამოქმედდება ბელარუსის წინააღმდეგაც. სანქციების ახალი პაკეტით პირველად შეიზღუდება რუსული თევზის პროდუქტების იმპორტი. ევროკომისიის ინფორმაციით, პაკეტი 15 ივლისამდე უნდა დამტკიცდეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ